fbpx
კრიმინალი

“სახლშიც თავად გამომყვა და მასზე არ მიძალადია” – ტყუის თუ არა ბერძენი გოგო, რომელიც პაკისტანელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

როგორც უკვე ცნობილია, 20 წლის ბერძენი გოგო ორ პაკისტანელს გატაცებაში, ხოლო აქედან ერთ მათგანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. პაკისტანელები კატეგორიულად უარყოფენ ბრალს და აცხადებენ, რომ ბერძენთან ერთად გამთენიამდე არისტოტელეს სკვერში ერთობოდნენ, ხოლო შემდეგ გოგო მათ თავისი ნებით გაჰყვა სახლში.

“ერთად ვიყავით გამთენიამდე, არისტოტელეს მოედანზე. სწორედ იქ შევხვდით, საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ, ხოლო შემდეგ თავისივე ნებით გამოგვყვა სახლში. ჯერ მანქანით მოგვყვებოდა და მისთვის ჩვენს მანქანაში გადმოჯდომა არავის დაუძალებია,” ამბობს ბრალდებული.

მართლაც, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე არსებული კამერიდან ამოღებულ კადრებზე ჩანს, რომ გოგონა თავისი ნებით ჯდება მათ მანქანაში და იქ ადგილი არ აქვს ძალადობას, რასაც შეიძლება გატაცება ეწოდოს.

თუმცა, ამავე დროს, 20 წლის ბერძენი აცხადებს, რომ ისინი მას ემუქრებოდნენ და ამიტომ ჩაჯდა მანქანაში. ცნობილია, რომ ამ მომენტისთვის ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

სასამართლო პროცესის გამართვამდე და განაჩენის გამოტანამდე პაკისტანის მოქალაქე შიდაპატიმრობაში რჩება, ხოლო მეორე მათგანი, რომელსაც მხოლოდ გატაცების ბრალდებას უყენებდნენ, რაც, ფაქტობრივად, არ დასტურდება,  1.000 ევროიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

 

onalem

ტესტ