fbpx
კრიმინალი

თესალონიკი: ორ უცხოელს ქალაქის ცენტრში თავს დაესხნენ და მძიმედ დაჭრეს

ინციდენტი დღეს დილით მოხდა. არცერთი დაზარალებული მამაკაცი თავდამსხმელს არ იცნობს.

კერძოდ, დილის საათებში თესალონიკის ცენტრში, ორ უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავს უცნობი პირი დაესხა და ცივი იარაღით დაჭრა.

თავდასხმის მიზეზად ამ დროისთვის ძარცვა სახელდება. უცნობია, თავად თავდამსხმელის ეროვნება.

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, დაზარალებულები სირიის და ლიბიის მოქალაქეები არიან და ერთ-ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია. ორივე მათგანი იპოკრატიოს საავადმყოფოში მოათავსეს.

დამნაშავემ წაიღო მათი საფულეები. პოლიცია მისი ადგილსამყოფელის დასადგენად მუშაობს.

onalem

ტესტ