fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: მამაკაცი ყოფილ ცოლს შუა გზაზე დაწვით ემუქრებოდა

გუშინ, შუადღეს, პანიკა და არეულობა იყო კოსის კომერციულ ტერიტორიაზე. საქმე ის გახლდათ, რომ 60 წლის ბერძენი მამაკაცი, რომელიც ყოფილ ცოლს ეკამათა, სახლიდან ყვირილით გამოვარდა, ბენზინი გადაასხა ქალს შუა ქუჩაში და ცოცხლად დაწვით ემუქრებოდა.

შეშინებულმა ქალმა, ისევე როგორც ამ უპრეცედენტო სანახაობის თვითმხილველებმა ყვირილი დაიწყეს მოძალადის შესაჩერებლად, რათა მამაკაცს არ შეესრულებინა თავისი განზრახვა და ცეცხლი არ მოეკიდებინა ქალზე გადასხმული საწვავისთვის. ამ ვითარებაში, ქალმა გონება დაკარგა და ძირს დავარდა. თვითმხილველები კი, მამაკაცს მივარდნენ და უგონოდ მყოფ ყოფილ ცოლს მოაშორეს, რათა არაფერი დაეშავებინა მისთვის.

მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ მისი განზრახვა ვერ შესრულდა, 60 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და გაუჩინარდა. თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ, იგი პოლიციამ იპოვა და დააპატიმრა. დამნაშავე პროკურატურაში მიიყვანეს. მას ბრალად მკვლელობის მცდელობა ედება.

 

onalem

ტესტ