fbpx
საბერძნეთი

უჩვეულო დეკემბერი საბერძნეთში – სუსხიანი დღეების შემდეგ კვლავ 20 გრადუსი შობის დღესასწაულზე

საბერძნეთში ნამდვილად უჩვეულო დეკემბერი დგას და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა, ზოგადად, არ გამოირჩევა განსაკუთრებული სიცივით, 20-25 გრადუსი საშობაოდ ნამდვილად უცნაურია.

ამას გარდა, ამინდი მოკლე ხანში რადიკალურად იცვლება და ორი-სამი სუსხიანი დღის შემდეგ ტემპერატურა ისევ იმატებს, ხოლო შემდეგ ისევ ეცემა. გუშინ, 20 დეკემბერს, რამდენიმე რეგიონში -5-დან -8 გრადუსამდე დაფიქსირდა, თუმცა, როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, შობას ისევ 20 გრადუსით შევხვდებით.

დღეს ატიკაში ჰაერი 13-14 გრადუსამდე გათბება, შობას კი 17-დან 18 გრადუსამდე დაფიქსირდება. ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა 20 გრადუსამდე აიწევს.

ზოგადი სურათით, მიმდინარე თვე თბილია მთელი ევროპის მასშტაბით, სკანდინავიის ქვეყნების, შოტლანდიისა და რუსეთის გამოკლებით.

საკის არნაუტოღლუ აცხადებს, რომ დღეიდან ამინდი უმჯობესდება, ამიტომ მოსახლეობა მთიან რეგიონებში ფრთხილად უნდა იყოს, ვინაიდან მოლიპული გზები მზის გამო ლღობას დაიწყებენ და გადაადგილებისას ყურადღება უნდა გამოიჩინონ.

onalem

ტესტ