fbpx
საბერძნეთი

კლეარხოს მარუსაკის გაფრთხილება: “კვლავ წვიმა და ძლიერი ქარი, რომელსაც სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია”

სინოპტიკოსი კლეარხოს მარუსაკი ავრცელებს მორიგ გაფრთხილებას, რომელიც ამინდის ცვლილებას და კლიმატური ფენომენის გააქტიურებას ეხება კონკრეტულ რეგიონებში. დღეიდან შედარებით დაცემულია ტემპერატურა ჩრდილოეთ საბერძნეთში და მოსალოდნელია ნალექიც, თუმცა, როგორც ჩანს, ფენომენი აქტიურობის პიკში სამშაბათსა და ოთხშაბათს შევა და შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

უამინდობის ტალღას თან ახლდება უხვი ნალექი და ძლიერი ქარი, საუბარია ძირითადად შემდეგ ტერიტორიებზე: იონიის ზღვის ჩრდილოეთი, იპირო, დასავლეთი და ცენტრალური მაკედონია, თესალია, დასავლეთ-ცენტრალური სტერეა, ცენტრალური და ჩრდილოეთ პელოპონისო. მოსალოდნელია წვიმა და შეიძლება, რომ 12 საათზე ნაკლებ დროში ჰექტარზე 40-დან 60 ტონა ნალექი მოვიდეს. ეს პირობები, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ წყალდიდობა გამორიცხული არ არის. ამას გარდა, ქარის გაძლიერება დამატებითი პრობლემების გამომწვევი შეიძლება აღმოჩნდეს.

ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს ლამიასა და ჩრდილოეთ საბერძნეთში, მოსალოდნელია მინიმუმ 10 გრადუსიანი კლება.

მიუხედავად ყველაფრისა, სინიპტიკოსის პროგნოზის მიხედვით, უამინდობა საკმაოდ მოკლევადიანი იქნება და ხუთშაბათიდან ტემპერატურა კვლავ მოიმატებს.

 

onalem

ტესტ