fbpx
საბერძნეთი

ამინდი საბერძნეთში: წვიმა სამი დღის მანძილზე

დღეს ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ამინდის ცვლილების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც გულისხმობს წვიმასა და ძლიერ ქარს, რომელიც დღეს ღამით დაიწყება.

ამინდის ცვლილება მოსალოდნელია საბერძნეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კვირას ღამიდან, რომელიც სამშაბათს ღამემდე გაგრძელდება. კერძოდ:

კვირას ღამით იწვიმებს (24-9-2017)

ჩრდილოეთ იონიის კუნძულებზე (ძირითადად კორფუზე). შესაძლებელია კონტინენტის  სანაპირო ტერიტორიებზე.

ორშაბათს იწვიმებს (25-9-2017)

იონიის კუნძულებზე, ეპირუსში, დასავლეთ მაკედონიაში, შუადღეს დასავლეთ პელოპონისოსა და სტერეაში. საღამოს ცენტრალურ მაკედონიასა და თესალიაში.

სამშაბათს იწვიმებს (26-9-2017)

პერიოდულად იწვიმებს აღმოსავლეთ მაკედონიაში, თრაკიაში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე და სპორადესში. წვიმა ასევე მოსალოდნელია ცეტრალურ მაკედონიასა (ძირითადად ხალკიდიკი) და აღმოსავლეთ თესალიაში.

onalem

ტესტ