fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან: უფასო შესვლა ათენის ორგანიზებულ სანაპიროებზე – ნახეთ დეტალები

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი გვალვის პირობებში, მომდევნო სამი დღის მანძილზე ათენის ორგანიზებულ სანაპიროებზე მოსახლეობას უფასოდ შეეძლება შესვლა.

ირკვევა, რომ ეს ინიციატივა უძრავი ქონების ერთ-ერთ საზოგადოებრივ კომპანიას ეკუთვნის. გადაწყვეტილების მიხედვით, შაბათს, კვირასა და ორშაბათს შესვლა უფასო იქნება შემდეგ სანაპიროებზე:

აკტი ვულიაღმენის

ასტერა ვულიაღმენის

აკტი ვულას.

ყველა აღნიშნული სანაპირო საკმაოდ ძვირად ფასობს ჩვეულებრივ შემთხვევებში, აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება შანსით ისარგებლოთ და მომდევნო დღეებში ეწვიოთ მათ.

უფასო შესვლა მოქმედებს დილის 08:00 საათიდან 21:00 საათამდე.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ შესვლა არ შეეძლება დიდი რაოდენობის ხალხს, არამედ იმდენს, რამდენიც არის განსაზღვრული ფართობის მიხედვით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად.

 

onalem

ტესტ