fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

აგვისტოდან “ახალი” პოლიციელები ათენისა და სხვა ქალაქების ქუჩებში – მიცოტაკისა და მიხალი ხრისოხოიდის გადაწყვეტილება

პირველ პრიორიტეტებს შორის ახალი ხელისუფლებისთვის ათენის და შემდეგ სხვა ქალაქების ქუჩებში პოლიციის ახალი ოფიცრების განლაგებაც დასახელდა. კირიაკოს მიცოტაკიმ აღნიშნული გადაწყვეტილება, სამოქალაქო დაცვის მინისტრთან, მიხალის ხრისოხოიდისთან შეხვედრის შედეგად მიიღო.

ამავე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული პროცედურები ივლისის 22-ში დასრულდება, ხოლო აქედან ორ კვირაში, ანუ აგვისტოს პირველივე რიცხვებიდან, დედაქალაქისა და სხვა ქალაქების უბნებში პოლიცია გაძლიერებული ძალებით იმუშავებს.

სამინისტროს მიზანია დანაშაულთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდა, რისთვისაც პოლიციის ოფიცრები განლაგდებიან ისე, რომ მოქალაქეებთან ძალიან ახლოს იყვნენ და მათ შორის კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობდეს, თუკი ამის საჭიროება შეიქმნება.

მეორეს მხრივ, მთავრობა ცვლილებების გატარებას აპირებს მიგრაციის პოლიტიკის მიმართულებით. საუბარია თავშესაფრის საბუთის გაცემის პროცედურის გამარტივებაზე მათთვის, ვისაც ეკუთვნის, ხოლო ისინი, ვინც თურქეთის საზღვრიდან არალეგალურად შემოდიან საბერძნეთში და არ ეკუთვნით ე.წ. “ასილო”, უნდა დაბრუნდნენ უკან, თურქეთში.

მიგრაციის პოლიტიკის ახალი მინისტრი, გიორგოს კუმუცაკოსი კუნძულ სამოსზე მომდევნო დღეებში გაემგზავრება, ხოლო 18 ივლისს ის ჰელსინკში ევროკავშირის ინსტიტუტების სხდომას დაესწრება.

onalem

ტესტ