fbpx
პოლიტიკა

“უნდა ვიყოთ მიმღები, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაც” – ვინ არის მიგრაციის პოლიტიკის ახალი მინისტრი

საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკას ახალი მინისტრი ჰყავს, თანამდებობა გიორგოს კუმუცაკოსმა დაიკავა. ვინ არის ის და რა კომპეტენციას ფლობს პოლიტიკოსი?!

გიორგოს კუმუცაკოსი 1961 წლის 17 სექტემბერს ათენში დაიბადა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. დაამთავრა პოლიტოლოგია პანტიონის უნივერსიტეტში, ხოლო სტრასბურგში მიიღო დიპლომატიური ურთიერთობებისა და თავდაცვის პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი, ასევე დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით.

ბერძნული ენის გარდა, თავისუფლად საუბრობს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.

კუმუცაკოსი “ახალი დემოკრატიის” წევრია და 1997 წლიდან მუშაობს საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. ის არის ევროპარლამენტის წევრიც.

2001 წლიდან 2003 წლამდე ის იცავდა ბერძენი უმცირესობების უფლებებს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში. ასევე მსახურობდა “ახალი დემოკრატიის” სპიკერად 2009 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით.

მან განცხადებები გააკეთა თავშესაფრის საბუთის და იმიგრანტების საკითხზე, რომლებიც თურქეთის გავლით ქვეყანაში უკანონოდ შემოდიან. სახელმწიფო ამ ყველაფრის შესაჩერებლად ზომების მიღებას გეგმავს, თუმცა, ითვალისწინებს იმასაც, რომ საჭიროა ევროპის ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს.

“ადამიანის სიცოცხლის პატივისცემა უმნიშვნელოვანესია, ყველას აქვს ამის უფლება. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაც. ეს ძალიან კრიტიკული არეალია, ძალიან მოთხოვნადი. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შევძლო გამკლავება. ვიცი, რომ საზოგადოების ყურადღება მიმართულია ამ საკითხისადმი. ჩვენ უნდა ვიყოთ მიმღები, მაგრამ მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებაც.”

onalem

ტესტ