fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

როდის გაიხსნება საჰაერო საზღვრები და აღდგება ფრენები? – საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი BBC-სთან საუბრობს

საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა, ხარის თეოხარისმა BBC-სთან ისაუბრა, თუ როდისთვის არის მოსალოდნელი საჰაერო საზღვრების გახსნა და როდის აღდგება ფრენები საბერძნეთიდან საზღვარგარეთის მიმართულებით და პირიქით.

მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა კითხვას, თუ როდის უმასპინძლებს საბერძნეთი ტურისტებს:

“ფაქტია, რომ ეს არის საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად. ჩვენ ახლა პროტოკოლის დამუშავების პროცესში ვართ, რომელიც კომიტეტს წარედგინება და ვიმედოვნებთ, რომ მოგვეცემა საზღვრების ეტაპობრივი გახსნის უფლება და საშუალება.

კონკრეტულად რომ ვთქვა, ჩვენი მიზანია, რომ ივლისში უკვე შევძლოთ აღვადგინოთ ფრენები. რა თქმა უნდა, ეს არ მოიაზრებს აბსოლუტურად ყველა ქვეყნის მიმართულებით ფრენების დაწყებას, ამას ვაღიარებ, მაგრამ ორმხრივი კომუნიკაციის საშუალებით, ჩვენ მოვახერხებთ, რომ ზოგიერთ ქვეყანასთან მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხი მოვაგვაროთ.”

ამრიგად, მინისტრის თქმით, საბერძნეთმა, შესაძლოა, რამდენიმე ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლა ივლისის თვეში აღადგინოს და ტურისტებს უმასპინძლოს.

ამ დროისთვის არსებული ცნობით, სასტუმროები, რომლებიც სეზონურად ფუნქციონირებენ, სწორედ 30 ივნისს შეიძლება ამუშავდეს.

onalem

ტესტ