fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 1 მაისიდან ΔΕΗ-ს შეღავათიანი ტარიფის გრაფიკი იცვლება!

2020 წლის 1 მაისიდან საბერძნეთის ელექტრო ენერგიის მომმარაგებელი კომპანია შეღავათიანი დენის ტარიფის განრიგს ცვლის. ეს ნიშნავს, რომ ისინი, ვინც სარგებლობენ შეღავათიანი დენით კონკრეტულ საათებში, გადავლენ ზაფხულის განრიგზე.

კერძოდ, ზამთრის პერიოდში შეღავათიანი დენით სარგებლობის საათებია ღამის 02:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე და შუადღეს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე.

1 მაისიდან, ზაფხულის გრაფიკი იქნება 23:00 საათიდან მეორე დილის 07:00 საათამდე.

 

 

onalem

ტესტ