fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“კვირის ბოლოს შესაძლოა ახალი ზომები დაგვჭირდეს, მძიმე პაციენტები არ არიან მოხუცები” – ნიკოს სიფსას

ინფექციური დაავადებების სპეციალისტები საბერძნეთში ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო დიდ შეშფოთებას გამოთქვამენ და მთავრობასთან ერთად პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებენ. როგორც უკვე ცნობილია, გუშინ ქვეყანაში 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამური რიცხვი 5.942-მდე გაიზარდა.

ათენის სამედიცინო სკოლის პროფესორი, ნიკოს სიფსასი აღნიშნავს მნიშვნელოვან და ამავე დროს არასახარბიელო ფაქტს, რომ ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების უმეტესობა არ არის მოხუცი. ეს ნიშნავს, რომ მძიმე პაციენტთა ასაკიც შემცირდა და აშკარა გახდა, რომ საფრთხე არ არის მიმართული მხოლოდ ხანში შესული ადამიანებისკენ.

“შემთხვევათა რაოდენობის გაორმაგება არის ძალიან შემაშფოთებელი, განსაკუთრებით, ატიკის რეგიონში. პარალელურად კი, გაიზარდა მართვით სუნთქვაზე მყოფ პაციენტთა რიცხვიც და მათი უმეტესობა არც მოხუცია და არც თანმდევი დაავადებები აწუხებთ.

იმედი გვაქვს, რომ ზომები, რომლებიც მივიღეთ, გვაჩვენებს თავის ზეგავლენას და სიტუაცია დასტაბილურდება. ეს ზომები საკმარისია, მაგრამ შეიძლება კვირის ბოლოსთვის, 15 აგვისტოსთვის, შედარებით გამკაცრება დაგვჭირდეს.

თუმცა, მნიშვნელოვანი არ არის ის, რომ მივიღოთ ახალი ზომები, არამედ ის, რომ პატივი ვცეთ იმათ, რომლებიც უკვე არსებობს… და ეს არ ხდება. წესებს და დისტანციას არ იცავენ, არის მოდუნება და ხალხით გადატვირთულობა.

შესაძლოა კვირის ბოლოსთვის ახალი ზომების მიღება დაგვჭირდეს, თუკი ინფიცირების შემთხვევათა ზრდა გაგრძელდება. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს,” აცხადებს სიფსასი.

onalem

ტესტ