fbpx
საზოგადოება

უპასუხისმგებლობას საზღვარი არ აქვს: ბარები დაკეტეს და ხალხმა სანაპიროებსა და სკვერებში გადაინაცვლა

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რესტორნები, ბარები და გასართობი კლუბები უნდა დაიკეტოს ღამის 12:00 საათზე და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაწესებულებას ეკისრება ჯარიმა, 10.000 ევროს ოდენობით.

ვრცელდება კადრები, თუ რა ხდება კუნძულ ზაკინთოსზე მას შემდეგ, რაც ბარი დაიკეტა. ფაქტობრივად, იქ მყოფებმა მხოლოდ ადგილი შეიცვალეს და სანაპიროზე გადაინაცვლეს.

ახალი კანონი მიმართულია კორონავირუსის გავრცელებისთვის ხელსაყრელი სიტუაციების განეიტრალებისკენ, თუმცა, ახალგაზრდებს, როგორც ჩანს, ეს ვერ გაუაზრებიათ და სანაპიროსთან გათენებამდე სვამდნენ, ცხადია, არ იცავდნენ არანაირ დისტანციას.

მსგავსი მდგომარეობა იყო კავალაშიც, სადაც ტავერნების დაკეტვის შემდეგ, ხალხმა სკვერებში გადაინაცვლა და არ დაიშალნენ.

onalem

ტესტ