fbpx
ჯანმრთელობა

რამდენი ახალი ინფიცირებულია დღეს, 24 აპრილს, საბერძნეთში?! კვლავ ორციფრიანი რიცხვები ქვეყანაში

რამდენიმე წუთის წინ სოტირის ციოდრასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით დაავადების 2.490 შემთხვევაა გამოვლენილი.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 5 ადამიანი, რამაც კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 130-მდე გაზარდა.

რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია სულ 48 პაციენტი და მათი რაოდენობა დღითიდღე იკლებს.

ქვეყანაში ბოლო ორი დღეა, რაც ინფიცირების შემთხვევები კვლავ ორციფრიან რიცხვზე ავიდა, მაგრამ ეს პანიკის საფუძველს არ იძლევა და მაისისა და ივნისის თვეში დაგეგმილია მიღებული ზომების ორფაზიანი მოხსნა.

შეგახსენებთ, რომ პერისტერის კერძო კლინიკის 17 თანამშრომელი კარანტინის პირობებში იმყოფება, რადგან ინფიცირებულებთან უშუალო კონტაქტი ჰქონდათ.

onalem

ტესტ