fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ნიღბები, იზოლაციის შუშები და ანტიბაქტერიული საშუალებები – ასეთი იქნება მომსახურება კაფე-ბარებში, ტავერნებსა და რესტორნებში

მაისის თვეში საბერძნეთში კაფე-ბარები, ტავერნები და რესტორნები კვლავ გაიხსნება და კლიენტებს მოემსახურებიან, თუმცა, ეს მომსახურება იქნება სულ სხვაგვარი და პერსონალსა და კლიენტებსაც მოუწევთ მკაცრი წესების დაცვა.

ტელეკომპანია ANT1-ის სიუჟეტში კაფე-ბარების მფლობელები აცხადებენ, რომ დაცული იქნება დისტანცია კლიენტებს შორის, ყველა მაგიდაზე განთავსებული იქნება ანტიბაქტერიული საშუალებები და პერსონალი ხალხს ნიღბებით მოემსახურება.

იმისთვის, რომ დაცული იყოს დისტანცია, ერთ-ერთი მეპატრონე ამბობს, რომ შეკვეთილი აქვს სპეციალური შუშები, რომლებიც მაგიდებს და შესაბამისად კლიენტებს ერთმანეთისგან გამყოფს.

მათი განცხადებით, დაიცავენ ყველა ზომას, რომელსაც მთავრობა გამოაცხადებს და იზრუნებენ როგორც კლიენტების, ასევე თანამშრომლების უსაფრთხოებაზე.

რესტორნებსა და ტავერნებში, ასევე კაფე-ბარებში, მოსალოდნელია მაგიდების შემცირება, ხალხით გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად.

onalem

ტესტ