fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“მივმართავ მოქალაქეებს: წელს იკრძალება 17 ნოემბრის მსვლელობა, პოლიცია იქნება ყველგან”- მიხალის ხრისოხოიდის

სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, მიხალის ხრისოხოიდისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 17 ნოემბერს შეკრებები და მსვლელობები სასტიკად იკრძალება და არავინ უნდა გაბედოს კანონის დარღვევა.

“ჩვენ ახლა ვებრძვით მტერს, რომელსაც ვერ ვხედავთ. მტერს, რომელიც ჩვენს სამყაროში შემოიჭრა. ამ ყველაფერს, პირველ რიგში, უნდა გავუძლოთ ფსიქიკურად და ვიყოთ ენერგიულად. უნდა ვიმოქმედოთ კოლექტიურად. ცერემონიები, დღესასწაულები და წვეულებები მოიცდის მომდევნო წლამდე.

ის რაც გვჭირდება, არის, რომ ვიყოთ ერთიანები, არ დავიშალოთ. ვცხოვრობთ ჩვენს სახლებში, მაგრამ გამოვიჩინოთ ემპათია და სოლიდარობა ყველას მიმართ, ინდიფერენტულობისა და ანტისოციალურობის ნაცვლად.

“პოლიტეხნიოს” მსვლელობა არ შედგება! პოლიცია ყველგან გააკონტროლებს კანონის დაცვას. 17 ნოემბერს არაფერი მოხდება, ისევე როგორც არ შედგა 28 ოქტომბრის მარში და არ აღვნიშნეთ 25 მარტი. არავის აქვს იმ ადამიანზე მეტი უფლება, რომელმაც 25 მარტს არაფერი გააკეთა.

ეს არის დაცვის ზომები პანდემიის ყველაზე რთულ ფაზაში – სამართლიანობა და თანაბარი დამოკიდებულება ყველა დღესასწაულის მიმართ.

არ არის დავის დრო მაშინ, როდესაც ინფიცირებულთა რიცხვი ორმაგდება. არ იარსებებს გამონაკლისები. სამწუხაროდ, სწორედ შეკრებების დროს ხდება ადამიანთა დიდი რაოდენობის დაინფიცირება.

ვიცოცხლოთ დღეს, რათა მომდევნო წელს აღვნიშნოთ.

წელს მსვლელობა აკრძალულია. პოლიცია ყველგან მკაცრად დაიცავს უსაფრთხოებას!

მივმართავ ყველას: მოქალაქეებს და პარტიებს.”

 

onalem

ტესტ