fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

სუვლაკი – ჯანმრთელობის მტერი?! 30 წლის ბერძენი საავადმყოფოში მოხვდა

30 წლის მამაკაცი სუვლაკს მიირთმევდა და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს მისი დიდი შეცდომა აღმოჩნდებოდა. ის ახლა საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში სიკვდილს ებრძვის.

ინციდენტი კრეტაზე, ირაკლიოში მოხდა. საავადმყოფოს მთავარი ექიმი აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია:

“დიახ, საავადმყოფოში გუშინ 30 წლის მამაკაცი სუნთქვის პრობლემებით შემოიყვანეს. ცნობილია, რომ ის სუვლაკს მიირთმევდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო და ამბობდა, რომ ვეღარ სუნთქავდა. ადგილზე მივიდა მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მათ მისი დახმარება სცადეს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს საკმარისი არ იყო. მამაკაცი ახლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში წევს და სამწუხაროდ, ძალიან მძიმედ არის.”

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შემთხვევა კრეტაზე რამდენიმე ხნის წინაც მოხდა.

onalem

ტესტ