fbpx
საზოგადოება

“საქართველოში ორჯერ გვქონდა ასეთი იზოლაცია, არ გვქონდა საჭმელი” – თამთა ნიკოს მუცინასთან

თამთა ნიკოს მუცინას გადაცემაში იყო მიწვეული, თუმცა, ეს მიწვევა არ გულისხმობდა სტუდიაში სტუმრობას. ყველასთვის საყვარელი მომღერალი, არსებული ვითარების გამო, იძულებული გახდა სახლიდან ესაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე.

მუცინამ მას ჰკითხა საქართველოს შესახებ და თამთამ თქვა, რომ მსგავსი სახის იზოლაცია, როდესაც ყველაფერი დახურულია, მისთვის პირველად არ ხდება, არამედ სამშობლოში სამოქალაქო ომების გამო ეს წარსულში ორჯერ უკვე გამოსცადა, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა:

“მსგავსი რამ სამჯერ მაქვს გამოცდილი, მგონი 89 და 90-იან წლებში, თუ არ ვცდები. ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს. რა თქმა უნდა ომთან დაკავშირებული მიზეზების და არა პანდემიის გამო. გარეთ ჯარისკაცები იდგნენ და არ შეგვეძლო გასვლა. იმ ეპოქაში საქართველოში მდგომარეობა ძალიან რთული იყო. ამ იზოლაციასთან ერთად, არ გვქონდა საჭმელი და ელექტრო ენერგია. არ მოველოდი, რომ მესამედაც მომიწევდა იზოლაციის გამოვლა, თუმცა, იღბლიანად ვგრძნობ თავს, რომ უკვე სხვა მდგომარეობაში გავდივარ ამას. არაუშავს, ასეა ცხოვრება…”

შემდეგ ისაუბრეს მის ახალ ვიდეო კლიპზე, რომელიც სახლში მისმა პარტნიორმა, პარის კასიდოკოსტამ გადაუღო და საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა.

იხილეთ ინტერვიუ:

იხილეთ კლიპი:

onalem

ტესტ