fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“49 გარდაცვლილი – ეს ხალხი რიცხვები არ არის, ისინი “წმინდა დანაკარგია”” – სოტირის ციოდრას

სოტირის ციოდრასმა დღევანდელი გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საბერძნეთში მიღებული ზომების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ქვეყანა დროულმა მოქმედებამ კატასტროფისგან იხსნა:

“სხვათაშორის ჩვენ თავისუფლად შეიძლებოდა იტალიას დავმსგავსებოდით. რომ არა მიღებული ზომები და დროული მოქმედება, დღეში 150 მკვდარი მაინც გვეყოლებოდა, წარმოიდგინეთ? ეს არის კითხვა, რომელთან დაპირისპირებაც ან რეალობაში წარმოდგენა არავის უნდა, რა პოზიციიდანაც არ უნდა მოისმინო ეს, როგორც ჯანმრთელი მოქალაქის ან როგორც საჯარო მოხელის მხრიდან.

49 გარდაცვლილი ერთ თვეში… ეს ხალხი ციფრები არ არის, მათ “წმინდა დანაკარგი” უნდა ვუწოდოთ. ასაკის განურჩევლად, ისინი ყველასთვის დიდი დანაკარგია.”

ციოდრასმა აღნიშნა, რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და დისციპლინა არის ის გასაღები, რომლითაც კორონავირუსის კრიზისიდან ქვეყანა მინიმალური დანაკარგით გამოვა.

 

onalem

ტესტ