fbpx
ჯანმრთელობა

ათონის მთაზე კორონავირუსი კიდევ სამ ბერს დაუდგინდა – მათი ასაკი 40-დან 55 წლამდეა

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი ათონის მთაზე კიდევ სამ ბერს დაუდგინდა. ერთ-ერთი ბერი, 55 წლის, რომელსაც კორონავირუსი პირველს დაუდინდა, უკვე თესალონიკის ΑΧΕΠΑ-ს საავადმყოფოშია მოთავსებული.

როგორც უკვე ცნობილია, ოთხივე სასულიერო პირი მონასტრის დელეგაციასთან ერთად დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა და სავარაუდოდ, იქ დაინფიცირდნენ.

სამი ბერი, რომელთაც დიაგნოზი ახლახანს დაუსვეს, “იპოკრატიოს” საავადმყოფოში მოათავსეს და მალე ΑΧΕΠΑ-ში გადაიყვანენ. ინფიცირებულთა ასაკი 40-დან 55 წლამდეა.

ბერებმა ინგლისსა და შოტლანდიაში 5 მარტიდან 17 მარტის პერიოდში იმოგზაურეს და საბერძნეთში 19 მარტს დაბრუნდნენ. მას შემდეგ კარანტინში იმყოფებოდნენ და ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდათ.

დეზინფექცია ჩატარდა ქსენოფონტას მონასტერში.

onalem

ტესტ