fbpx
საბერძნეთი

კორონავირუსით ინფიცირებული 20 ადამიანი ბერძნულ საკრუიზო გემზე

საკრუიზო გემზე, რომელიც ამ დროისთვის პირეას პორტთან არის გაჩერებული, კორონავირუსი 20 ადამიანს დაუდგინდა.

თავდაპირველად სიმპტომები 72 წლის შვეიცარიელ მეზღვაურს გამოუვლინდა, ხოლო შემდეგ კიდევ ორ მეზღვაურს, ასევე უცხოელებს. ბორტზე ავიდა ორი ექიმი და ორი ექთანი, რათა მათთვის ტესტები ჩაეტარებინათ და ვირუსი ოფიციალურად დაუდგინდათ. საერთო ჯამში კი 20 შემთხვევა გამოვლინდა.

ეკიპაჟის წევრებს შორის არის ორი ბერძენი მეზღვაური.

როგორც ცნობილია გემი თურქეთისა და ესპანეთის პორტებს შორის მოძრაობდა. ეკიპაჟს არ მისცეს უფლება გემი თურქეთში გაეჩერებინა, რის გამოც, გეზი პირეას პორტისკენ აიღეს.

ეკიპაჟი 382 წევრისგან შედგება და ტესტი ყველა მათგანს ჩაუტარდა. ამ დროისთვის ცდილობენ, რომ გემზე სამედიცინო აღჭურვილობის პრობლემა მოაგვარონ და ადგილზე ყველაფერი განათავსონ.

ვარაუდობდნენ, რომ ვირუსი ჰქონდა ორ ბერძენ მეზღვაურსაც, მაგრამ მათმა ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

onalem

ტესტ