fbpx
საბერძნეთი

“ტურიზმი იმაზე უკეთ წავა, ვიდრე მოსალოდნელია” – კირიაკოს მიცოტაკიმ კაფე-ბარები მოინახულა

მას შემდეგ, რაც კაფე-ბარები, ტავერნები და რესტორნები გაიხსნა, კირიაკოს მიცოტაკი პირეოსის მთავარ სავაჭრო ქუჩას ესტუმრა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

პრემიერმა დიდი ოპტიმიზმი გამოთქვა და განაცხადა, რომ ამ დაწესებულებების ამუშავებამ ახალი კლიმატი და აურა შექმნა. ყველაფერი, თითქოს, თავიდან ცოცხლდება.

“ვხედავ, რომ ყველაფერი მოძრაობას იწყებს და კაფე-ბარების ამუშავებამ ახალი კლიმატი შექმნა. ვფიქრობ, ტურიზმი იმაზე უკეთესად წავა, ვიდრე მოსალოდნელია და ვვარაუდობდით, ძალიან დიდი ოპტიმიზმით სავსე მივდივარ,” განაცხადა მიცოტაკიმ ვიდრე იქაურობას დატოვებდა.

პრემიერი გაესაუბრა ადგილზე მოვაჭრეებს და გაეცნო მათ პრობლემებსა და ამჟამინდელ მდგომარეობას. მან თან ახლდა პირეოსის მერი, იანის მორალიც.

onalem

ტესტ