fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში მდგომარეობა მძიმდება – ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე და აკრძალვები აუცრელებს

საბერძნეთის ექსპერტთა საბჭო განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა ზრდის და უფრო მეტად, მართვით სუნთქვაზე მყოფ ადამიანთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით.

როგორც ΕΟΔΥ-მ გუშინ გამოაცხადა, მხოლოდ შაბათ დღეს, გუშინ, 3.191 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა. ამას გარდა, რეანიმაციაში მოთავსებულთა რიცხვი მხოლოდ 1 კვირაში გაიზარდა 30%-ით მაინც, უფრო კონკრეტულად 236-დან ავიდა 282-მდე. ყველაზე ძლიერი ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე აღინიშნება ატიკასა და კრეტაზე.

გეოგრაფიულად, მხოლოდ ატიკის რეგიონში გამოვლენილია 798 ინფიცირებული 1 დღეში, 200-მდე ცენტრალურ უბნებში, რაც საგანგაშო მაჩვენებელია და ცხადია, დელტა შტამის “დამსახურებაა”.

რა არის ის წესები და აკრძალვები, რომლებიც ძალაში შევა და ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ მომდევნო სეზონის, არამედ ზამთართან დაკავშირებული სირთულეების პრევენციაზე?! საბერძნეთის მთავრობა განიხილავს შემდეგს:

  • აუცრელ პირებს არ ექნებათ დახურულ სივრცეებში შესვლის უფლება (ძირითადად ეს ეხება გასართობ დაწესებულებეს, კაფეებს, ბარებს, რესტორნებს, კინოებს, თეატრებს და ა.შ.)
  • საგანგანათლებლო დაწესებულებებში (სკოლები, უნივერსიტეტები და ა.შ.) პერსონალს ანუ მასწავლებლებსა და პროფესორებს მოეთხოვებათ ან ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის ქონა ან კვირაში ორჯერ ლაბორატორიული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
  • კერძო და საჯარო სექტორებში დასაქმებული პირებისთვის ასევე სავალდებულო იქნება კვირაში ორჯერ ლაბორატორიული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
  • ამას გარდა, მოსალოდნელია, რომ კვლავ დაწესდეს პირბადეების ყველგან მოხმარების ვალდებულება, ანუ ღია სივრცეებშიც.

onalem

ტესტ