fbpx
საზოგადოება

წარმოუდგენელი ტრაგედია საბერძნეთში: 9 წლის ბავშვი დამალობანას თამაშობდა, სასტუმროსთან დაიმალა და დენმა დაარტყა

ტრაგედია, რომელიც ზაკინთოზე დატრიალდა, ენით აღუწერელია. დაღუპულია 9 წლის ბიჭი, რომელიც, უბრალოდ, მეგობრებთან ერთად, დამალობანას თამაშობდა და ერთ წუთში გარდაიცვალა.

რა მოხდა?!

ირკვევა, რომ ბიჭი ერთ-ერთი სასტუმროს უკანა მხარეს დაიმალა, სადაც კონდენციონერის ნაწილი იყო დამონტაჟებული და როგორც კი მას შეეხო, დენმა დაარტყა და ადგილზე დაიღუპა. ბავშვმა ვერც დაყვირება მოასწრო, არც გადარჩენის შანსი ჰქონდა, რადგან როგორც მისი მამა ამბობს, სიკვდილი წამიერი იყო.

პოლიციამ დააკავა სასტუმროს მეპატრონე, ელექტროლოგი და კონდენციონერების ხელოსანი, რომელიც ადგილზე მუშაობდა, ვინაიდან დარღვევები აშკარაა – კონდენციონერის აღნიშნული ნაწილი დენს ატარებდა.

“სიტყვები არ მყოფნის. მკვდარი მომიყვანა მისი მეგობრის მამამ. ბავშვები დამალობანას თამაშობდნენ და ჩემი კონდენციონერების უკან დაიმალა. აუცილებლად ვიმოქმედებ კანონის გზით,” ამბობს გარდაცვლილი ბავშვის მამა.

onalem

ტესტ