fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

სისხლძარღვთა თრომბოზი Johnson&Johnson-ის ვაქცინის შემდეგ: 27 წლის გოგონას მშობლები სისხლს ითხოვენ

27 წლის სტავრულას ოჯახი საზოგადოებისგან სისხლის გაღებას ითხოვს. ახალგაზრდა გოგონა, კერკირადან, უკვე 2 თვეა, რაც საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ფაქტობრივად, გადარჩენისთვის იბრძვის.

სტავრულამ Johnson&Johnson-ის წარმოების ვაქცინა გაიკეთა, რის შემდეგაც სისხლძარღვთა თრომბოზი განუვითარდა და დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, სრულ რეაბილიტაციას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

ის ამ დროისთვის რიოს საავადმყოფოში მკურნალობს და სისხლის გადასხმა ესაჭიროება, ვინაიდან თრომბოზის განვითარების შემდეგ მას ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც შეექმნა და ორი თვის მანძილზე მდგომარეობა არ უუმჯობესდება.

 

 

onalem

ტესტ