fbpx
საბერძნეთი

ახალი გადაწყვეტილებები საბერძნეთში 23 აგვისტომდე – აკრძალვები და კანონები, რომლებიც ამოქმედდება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მომდევნო კვირაში საბერძნეთის მთავრობამ ახალი ზომები უნდა დააანონსოს. დაწესებულია ერთგვარი ზღვარი, 23 აგვისტო, რომლის ფარგლებშიც უნდა დაისახოს ახალი გეგმა, რომლითაც საბერძნეთი კორონავირუსის მეოთხე მოსალოდნელ ტალღას გაუმკლავდება.

უკვე ცნობილია, თუ სავარაუდოდ რა იქნება ის წესები და აკრძალვები, რომლებიც შემოდგომიდან შევა ძალაში და ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ მომდევნო სეზონის, არამედ ზამთართან დაკავშირებული სირთულეების პრევენციაზე.

კერძოდ, საუბარია შემდეგ აკრძალვებსა და კანონებზე:

  • აუცრელ პირებს არ ექნებათ დახურულ სივრცეებში შესვლის უფლება (ძირითადად ეს ეხება გასართობ დაწესებულებეს, კაფეებს, ბარებს, რესტორნებს, კინოებს, თეატრებს და ა.შ.)
  • საგანგანათლებლო დაწესებულებებში (სკოლები, უნივერსიტეტები და ა.შ.) პერსონალს ანუ მასწავლებლებსა და პროფესორებს მოეთხოვებათ ან ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის ქონა ან კვირაში ორჯერ ლაბორატორიული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
  • კერძო და საჯარო სექტორებში დასაქმებული პირებისთვის ასევე სავალდებულო იქნება კვირაში ორჯერ ლაბორატორიული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
  • ამას გარდა, მოსალოდნელია, რომ კვლავ დაწესდეს პირბადეების ყველგან მოხმარების ვალდებულება, ანუ ღია სივრცეებშიც.

onalem

ტესტ