fbpx
პოლიტიკა

საბერძნეთის სასაზღვრო ძალები მზადყოფნაში არიან, რათა თავიდან აიცილონ 2015 წლის მსგავსი საიმიგრაციო კრიზისი

საბერძნეთის სასაზღვრო ძალები მზადყოფნაში არიან მოყვანილი, რათა თავიდან აიცილონ 2015 წლის მსგავსი საიმიგრაციო კრიზისი. ამის შესახებ საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იანის ეკონომუმ განაცხადა.

2015 წელს საბერძნეთი ევროპის საიმიგრაციო კრიზისის წინა ხაზზე იდგა, როდესაც სირიაში, ერაყსა და ავღანეთში კონფლიქტის გამო გაქცეული მილიონი ადამიანი საბერძნეთის კუნძულებზე აღმოჩნდა.

ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების მსგავსად, საბერძნეთი შეშფოთებულია, რომ ავღანეთში განვითარებულმა მოვლენებმა მსგავსი კრიზისი შეიძლება გამოიწვიოს.

„საზღვრებზე ყველა ძალა მზადყოფნაშია მოყვანილი. ჩვენ არ დავუშვებთ 2015 წლის სცენების გამეორებას“, – აღნიშნა საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

17 აგვისტოს საბერძნეთის მიგრაციის მინისტრმა, ნოტის მიტარახიმ განაცხადა, რომ საბერძნეთს არ სურს ევროკავშირის შესასვლელი პუნქტი გახდეს იმ ავღანელებისთვის, რომლებიც თავიანთ სამშობლოში კონფლიქტს გაურბიან.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

onalem

ტესტ