fbpx
პოლიტიკა

“მიცოტაკიმ საკუთარი დანაშაულებრივი შეცდომებისგან ვერაფერი ისწავლა” – ΣΥΡΙΖΑ-ს განცხადება

ოპოზიციური პარტია, ΣΥΡΙΖΑ, საბერძნეთის მთავრობისა და პრემიერის მიერ პანდემიის მართვას აკრიტიკებს. ცხადია, ეს არ არის მათი მხრიდან პირველი გამოხმაურება, თუმცა, მას შემდეგ, რაც პირბადეების მოხმარება ღია სივრცეებში სავალდებულო აღარ არის, პარტია ასეთ კომენტარს აკეთებს:

“მთავრობა მეცნიერებს იარაღად იყენებს. მოსახლეობაში მათი საშუალებით თვითგამორკვევის საშიშ მესიჯებს აგზავნის წარმატების ცრუ ისტორიის შესაქმნელად, ახლა, როცა ინფიცირებულთა რიცხვი იმატებს და მუტაცია “დელტა” მთელ პლანეტაზე მძვინვარებს. მთავრობა ახლა საზოგადოებას ორად გაყოფს, რომ საკუთარი წარუმატებლობა მაქსიმალურად დამალოს. 

როცა მთელი პლანეტა გაფრთხილებულია ამ მუტაციის შესახებ, მთავრობამ მოხსნა პირბადეების ღია სივრცეში ტარების ვალდებულება. რას ნიშნავს ეს?! იმას, რომ მიცოტაკიმ საკუთარი დანაშაულებრივი შეცდომებისგან ვერაფერი ისწავლა,” ნათქვამია განცხადებაში.

 

onalem

ტესტ