fbpx
ემიგრაციაპოლიტიკა

ავთანდილ გიუნაშვილი: “საბერძნეთის ახალი პრემიერი მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით ახალი და საიმედო ნაბიჯების გადადგმას აპირებს”

“ვფიქრობ საბერძნეთის მთავრობის წევრების და პრემიერ მიცოტაკის მიერ გაკეთებული განცხადებები, მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით, ახალი და საიმედო ნაბიჯების გადადგმის საშუალებას იძლევა, საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების ლეგალიზაციის მიმართულებით.

საბერძნეთში მიგრაციის პრობლემური პროცესის დაჩქარების გადაწყვეტილება და ამის დეკლარირება შესაძლოა გახდეს დამატებითი ფაქტორი, რაც დააჩქარებს საქართველოს მოქალაქეების ლეგალიზაციის საკითხს.
ეს განცხადებები კიდევ ერთ შანსს გვაძლევს, რომ ჩვენმა უფრო მეტმა თანამემამულემ, რომელიც აკმაყოფილებს ბერძნულ და ევროპულ კანონმდებლობას, დროულად მოიპოვოს ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლება, გახდნენ საბერძნეთის მთავრობის პოლიტიკისთვის პრიორიტეტული ჯგუფი და საკუთარი ლეგალური მუშაობით ღირებული წვლილი შეიტანონ საბერძნეთის განვითარებისთვის, გადასახადების სახით.

ვფიქრობ სათანადო ნაბიჯები საბერძნეთის მთავრობასთან ჩვენი, ქართული მხრიდანაც გადაიდგმება და ეს ორი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მქონე ქრისტიანული კულტურის ქვეყანა ახალ სიმაღლეზე აიყვანს მეგობრობას, საკუთარი ერების თანამშრომლობას და გაცილებით მეტი საქართველოს მოქალაქე მოიპოვებს ლეგალურად ცხოვრების და ღირსეული მუშაობის უფლებას საბერძნეთში,” აცხადებს ავთანდილ გიუნაშვილი.

onalem

ტესტ