fbpx
მსოფლიო

ფორთოხლის ზომის სეტყვა იტალიაში – დაშავებულია 18 ადამიანი, მათ შორის ფეხმძიმე ქალი

გავრცელებული ინფორმაციით ხალკიდიკი არ არის ერთადერთი, სადაც ძლიერმა ქარმა და სეტყვამ იქაურობა წალეკა. იგივე მდგომარეობა ფიქსირდება იტალიის ჩრდილოეთ ნაწილშიც, სადაც უამინდობის გამო დაშავებულია 18 ადამიანი, მათ შორის არის ფეხმძიმე ქალიც, რომელსაც ჭრილობები სახისა და თავის არეში აქვს მიყენებული.

თითოეული მათგანი პესკარას საავადმყოფოში გადაიყვანეს. სეტყვას, რომელიც იტალიაში მოვიდა, ფორთოხლის სეტყვას უწოდებენ, რადგან ამ დროს განსაკუთრებით დიდი ზომის ყინულები ცვივა.

ყველაზე მეტად დაზარალდა ადრიატიკის ზღვის სანაპირო, რავენას პროვინციის დასახლებები, სადაც ძლიერმა ქარმა ასობით ხე წააქცია და დააზიანა პლიაჟზე მდებარე ნაგებობები.

onalem

ტესტ