fbpx
ემიგრაცია

ქუცნაშვილი ემიგრანტ ქალებს გადასწვდა – “უსიყვარულოდ ქორწინდებიან, რომ იქ ცხოვრების უფლება მოიპოვონ”

“პრობლემაა უსიყვარულოდ, ანგარებით შექმნილი ოჯახები” – განაცხადა უმრავლესობის დეპუატატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ,,პალიტრანიუსის” ეთერში. მის ამ განცხადებებს დიდი აღშფოთება მოჰყვა სოციალურ ქსელში. წერენ, იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე იფიქრონ, რომ ქართველ ქალებს უცხო მიწაზე მძიმე შრომით არ უწევდეთ ოჯახების რჩენა, მათ აკრიტიკებს და პირად გადაწყვეტილებებს უწუნებს, მათ პირად სივრცეში იჭრება.

-ჩემთვის ეს პრობლემაა. ქალბატონები ფიქტიურად ქორწინდებიან იმის გამო, რომ იქ ცხოვრების უფლება მოიპოვონ.

პრობლემაა, როცა გაჭირვების გამო ასეთ საქციელს სჩადიხარ. მე ბევრი ახლობელი მყავს, რომელთაც ამის გამო ოჯახები დაენგრათ… სიყვარულის გარეშე ქმნიან ოჯახებს, ეს პრობლემაა… (იხილეთ ვიდეო)

https://www.facebook.com/tvpalitranews/videos/371698363438544/

onalem

ტესტ