fbpx
ემიგრაცია

7 აპრილის ფრენა ათენიდან თბილისში: როდის და როგორ მოხდება ბილეთების შეძენა?!

როგორც უკვე ცნობილია, სპეციალური პირდაპირი რეისი ათენი-თბილისი-ათენი, რომლითაც ათენში ჩარჩენილი ქართველი ემიგრანტები ისარგებლებენ და სამშობლოში დაბრუნდებიან, 7 აპრილს დაიგეგმა.

რეისზე ბილეთების გაყიდვა მოხდება რეისის შესრულების თარიღიდან 2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია “ჯორჯიან ეარვეიზის“ ვებ-გვერდზე.

აღნიშნული რეისი განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით და მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ პორტზე განთავსდება 100 მგზავრი.

ყოველი მომდევნო რეისი და მასზე ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსდება წინასწარ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და კომპანია „აირზენას“ ვებ-გვერდებზე. https://www.georgian-airways.com/

❗ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, აღნიშნული კატეგორიის სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

🛬 საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

onalem

ტესტ