fbpx
ემიგრაციასაქართველოს საელჩოს სიახლეები საბერძნეთში

ქართველი ემიგრანტების საყურადღებოდ! საელჩოს მიმართვა საბერძნეთში შეცვლილ ვითარებასთან დაკავშირებით

საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ:

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მაისის თვიდან რეგიონების მიხედვით ეტაპობრივად მოიხსნება COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული მკაცრი შეზღუდვები. კერძოდ:

– 4 მაისიდან გადაადგილების აკრძალვა იხსნება და მოსახლეობას გარეთ SMS-ის და ცნობის გარეშე გასვლა შეეძლება.

მიუხედავად ამისა, გადაადგილება სოფლებისა და რეგიონების მიმართულებით აკრძალული იქნება კიდევ ორი კვირის მანძილზე, ანუ 18 მაისამდე.

– 4 მაისს გაიხსნება სილამაზის სალონები, წიგნების მაღაზიები, ტექნიკის მაღაზიები, სპორტული საქონლის მაღაზიები. დანარჩენი სავაჭრო ობიექტები გაიხსნება 11 მაისს, გარდა დიდი სავაჭრო ცენტრებისა.

– დიდი სავაჭრო ცენტრები გაიხსნება 1 ივნისს. ყველგან გაკონტროლდება მომხმარებელთა რაოდენობა.

ინდივიდუალური სპორტული აქტივობები სანაპიროებსა და ღია სივრცეებში დაშვებული იქნება, თუმცა, სანაპიროების ნაწილი დაკეტილი დარჩება;

– ეკლესიები ღია იქნება 4 მაისიდან, მაგრამ ღვთისმსახურებებზე დასწრება მრევლს შეეძლება 17 მაისიდან.

– სკოლები 11 მაისს გაიხსნება, მაგრამ მხოლოდ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის. 18 მაისს გაიხსნება სხვა მაღალკლასელებისთვის.

– რესტორნები, ტავერნები, კაფე-ბარები, სწრაფი კვების ობიექტები, გაიხსნება 1 ივნისს;

– 1 ივნისს გაიხსნება სასტუმროები.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზაფხულის მანძილზე დაიშვას ფესტივალები, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, შეკრებები, კონცერტები და კულტურული ღონისძიებები.

– ტაქსებში, საჯარო ტრანსპორტში, საავადმყოფოებსა და კლინიკებში, ნიღბის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მოქალაქეს დაეკისრება ჯარიმა 150 ევრო.

ასევე, საკმაოდ მაღალი იქნება იმ ბიზნეს დაწესებულებებისთვის გამოწერილი ჯარიმებიც, რომლებიც მუშაობას უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინების გარეშე დაიწყებენ.

– 300 ევროიანი ჯარიმა ძალაშია 18 მაისამდე იმ შემთხვევაში, თუ ვინმე სოფლების ან რეგიონების მიმართულებით გადაადგილდება.

onalem

ტესტ