fbpx
ჯანმრთელობა

“ხელთათმანებს არ უნდა ვატარებდეთ” – პროფესორი ანასტასია კოტანიდუ

პნევმოლოგიის პროფესორმა, ანასტასია კოტანიდუმ ტელეკომპანია Mega-სთან ისაუბრა და მოსახლეობას გარკვეული რეკომენდაციები მისცა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ შეცდომებზე, რომელსაც ადამიანები სიფრთხილის გამოჩენასთან აიგივებენ:

“ჩვენ ძალიან დამყოლები ვართ ყველა ინსტრუქციის მიმართ. ვატარებთ ნიღბებს, ზოგი ექსტრავაგანტულსაც კი და ატარებენ ხელთათმანებს. ხალხმა ყველა დონეზე დაიცვა ინსტრუქციები.

ჩვენ არ უნდა ვატაროთ ხელთათმანი, რადგან გვაქვს ილუზია, რომ რადგან ხელთათმანი გვიკეთია, რასაც უნდა შევეხოთ, მაინც სუფთა ვართ. ეს არასწორია. ხელთათმანის ტარება არ არის აუცილებლობა. უბრალოდ, უნდა ვიბანოთ ხელები ხშირად ან გამოვიყენოთ ანტისეპტიკური საშუალებები.

რაც შეეხება ნიღაბს, ეს არის უსაფრთხოების ზომა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწორად ვატარებთ მას. თუ ნიღაბს სწორად არ ვიყენებთ, ის პირიქით, საფრთხის შემცველია. ნიღაბი უნდა ატაროს ხალხმა, რომელიც დახურულ სივრცეში იმყოფება და ასევე, ტრანსპორტში.”

ამრიგად, ხელთათმანის ტარება აუცილებელი არ არის და საკმარისია ხელის ჰიგიენის დაცვა.

onalem

ტესტ