fbpx
ჯანმრთელობა

“შეიძლება წლის ბოლოს ვაქცინა გვქონდეს” – სოტირის ციოდრასი კორონავირუსის შესახებ

სოტირის ციოდრასმა დღეს კორონავირუსის ვაქცინის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეცნიერთა დაახლოებით 100 ჯგუფი მუშაობს, რომ შესაბამის ვაქცინას მიაგნონ.

პროფესორის განცხადებით, ამ დროისთვის კვლევები მიმდინარეობს ორ ეტაპად. კონკრეტულად, ტესტებს უკეთებენ მოხალისეებს, რომლებიც იღებენ ვაქცინის სხვადასხვა დოზას. ეს იმისთვის, რომ გაირკვეს, თუ რომელი დოზა იქნება სწორი და მეორეს მხრივ, შესწავლილ იქნეს გვერდითი მოვლენები.

ამას მოსდევს მესამე ეტაპი, როდესაც ვაქცინა დაიტესტება მოსახლეობის უკვე დიდ რაოდენობაზე.

ახლა მიმდინარეობს იმ საკითხის განხილვა, თუ ვისზე გამოიცდება ვაქცინა. პირველები, სავარაუდოდ, მოწყვლადი ჯგუფები იქნებიან ანუ ისინი, ვინც ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არის.

სოტირის ციოდრასმა ისიც დასძინა, რომ კონკრეტული ვაქცინა შესაძლოა წლის ბოლოსთვის იყოს მზად.

ამ დროისთვის რამდენიმე სახის პრეპარატის დატესტვა ხდება, თუმცა, ამ ეტაპისთვის შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რომელი გაამართლებს კორონავირუსის წინააღმდეგ 100%-ით.

onalem

ტესტ