fbpx
კრიმინალი

“იარაღი ავიღე და იმდენჯერ ვესროლე, სანამ ტყვიები არ ჩაიცალა” – მანოლის კალომირისის ექსკლუზიური ჩვენება, რომელმაც მამის მკვლელი მოკლა

კრეტაზე ორივე ოჯახმა საკუთარი მიცვალებული უკვე დაკრძალა. კიდევ უფრო მძიმეა სიტუაცია კალომირისების ოჯახში, სადაც გარდაცვლილი მამის გარდა, დაკავებულ ახალგაზრდაზეც დარდობენ. როგორც უკვე ცნობილია, მანოლის კალომირისმა საკუთარი მამის მკვლელი მოკლა.

გთავაზობთ ექსკლუზიურ ჩვენებას, რომელიც  დაკავებულმა პოლიციას მისცა. მანოლის კალომირისი დეტალურად ჰყვება, თუ როგორ მოხდა მკვლელობა:

“2020 წლის 2 მაისს საკუთარ სახლთან ვიმყოფებოდი, გარეთ, ტროტუართან ვიჯექი. სწორედ ამ დროს ქსილურისი მოვიდა და მანქანა იქვე გააჩერა. შემდეგ გაიარა და გაბრაზებული სახით შემომხედა. მე მას ვკითხე, თუ რა ხდებოდა, მან კი მიპასუხა, რომ მამაჩემს ეძებდა. როცა ვკითხე, თუ რატომ, მითხრა, რომ გესტაპოები ვიყავით, შემდეგ კი ხელი მკრა. მეც დავარტყი და შემდეგ თავისი სახლისკენ გაიქცა, რომელიც იქიდან 30 მეტრში მდებარეობს. მე სახლში შევედი, რომ შხაპი მიმეღო, მანამდე კი, დედაჩემს და მამაჩემს მომხდარის შესახებ ვუთხარი. შემდეგ დედაჩემის ყვირილი და გასროლის ხმა გავიგონე. ზუსტად არ ვიცოდი, რა მოხდა. მამაჩემის იარაღი ავიღე, რომელიც უჯრაში ინახებოდა და გარეთ გავედი. დავინახე მამაჩემი, რომელიც ძირს ეგდო და ზემოთ იყურებოდა. გულში ღია ჭრილობა ჰქონდა, თვალები და პირიც ღია. გიორგოს ქსილურისი კი მის გვერდით იწვა და ხელში იარაღი ეჭირა. 

ქსილურისს სროლა დავუწყე, ზუსტად არ მახსოვს, რამდენჯერ ვესროლე, სანამ ტყვიები არ ჩაიცალა. შემდეგ იარაღი გზაზე გადავაგდე, მამაჩემის წამოყენება ვცადე და ემანუილ დაგიადას მანქანაში ჩავსვი, რომელიც ასევე ადგილზე იმყოფებოდა და ანოგიას ჯანმრთელობის ცენტრში წავედით. როცა მივედით და გავაცნობიერე, რომ მამაჩემი მკვდარი იყო, ადგილი დავტოვე. რაც შეეხება ემანუილის ჭრილობას, არ ვიცოდი, თუ ტყვია მოხვდა, მისი მიმართულებით იარაღი ნამდვილად არ მომიმართავს.”

გარდაცვლილები ერთი დღის სხვაობით დაკრძალეს. მანოლის კალომირისი კი პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა და ჩაბარდა.

საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

ლეფტერის კალომირისი და მისი მკვლელი, გიორგოს ქსილურისი

მანოლის კალომირისი, რომელმაც ქსილურისი მოკლა

 

 

onalem

ტესტ