fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: პოლიციელი ქალი მეუღლემ, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცემით კინაღამ სიკვდილამდე მიიყვანა

ბერძნული მედია შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც ლარისაში მოხდა. საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით მოათავსეს პოლიციის ოფიცერი ქალი, რომელიც საკუთარი მეუღლისგან თავდასხმის მსხვერპლი გახდა. როგორც ირკვევა, ქალის მეუღლე პათოლოგიურად ეჭვიანობს მასზე და აგრესიაც სწორედ აქედან გამომდინარეობს.

პოლიციელის დედა მედიასთან აცხადებს, რომ მისი შვილი ხშირად ხდებოდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, ხოლო ამჯერად ეგონა, რომ მამაკაცი შვილს ნამდვილად მოუკლავდა.

“15 წელია ქორწინებაში არიან და მუდმივად აგრესიული ქცევა ჰქონდა. ჩემს შვილს გაძლება აღარ შეეძლო და უთხრა, რომ განქორწინება უნდოდა. სწორედ მაშინ დაკარგა თავზე კონტროლი და ცემა დაუწყო. ჩემს შვილს ნეკნები აქვს ჩამტვრეული, სახეზე უმძიემსი დაზიანებები მიაყენა, ასევე, დაზიანებული აქვს თირკმელი, რის გამოც, ჩაუტარდა ოპერაცია. ფაქტობრივად, ცემით კინაღამ სიკვდილამდე მიიყვანა,” ამბობს ქალი.

წყვილს ორი შვილი ჰყავს, ხოლო მათ შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის შესახებ ყველამ იცის, ვინც კი მათ იცნობს. მამაკაცი, რომელიც ბიზნესმენია, დაკავებულია და პროკურატურაში გუშინ გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ პოლიციელი ქალის ოჯახს დაუკავშირდა სამოქალაქო დაცვის მინისტრი, იანის იკონომუც და მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

 

onalem

ტესტ