fbpx
საბერძნეთი

ამინდის საგანგებო პროგნოზი: 40 გრადუსის შემდეგ, წვიმა, ელჭექით და სეტყვა საბერძნეთში

ეროვნული მეტეოროოლოგიური სამსახური ავრცელებს საგანგებო პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, საბერძნეთში უახლოეს დღეებში ამინდი უარესდება – მას შემდეგ, რაც სინოპტიკოსები დღეს და ხვალ 40 გრადუსს გვპირებოდნენ, როგორც ჩანს, ხვალ საღამოდან საკმაოდ კონტრასტული ამინდი გვექნება რამდენიმე რეგიონში.

სინოპტიკოსთა ცნობით, ხვალ საღამოდან ზეგ დილამდე მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი და ზოგან სეტყვაც კი. თავდაპირველად ფენომენი გააქტიურდება ჩრდილოეთ იონიის ზღვაში (კორფუ, პაქსუს), შემდეგ ნელ-ნელა გავრცელდება დასავლეთ მაკედონიასა და სტერეაში, ხოლო მოგვიანებით პელოპონისოსა და თესალიაში.

როგორც ირკვევა, კლიმატური ფენომენი ასევე დააზარალებს იტალიას, საიდანაც ის გააქტიურდება და შემდეგ ნელ-ნელა გავრცელდება საბერძნეთის ტერიტორიაზეც.

რაც შეეხება კონკრეტულად ათენს, ამინდის გაუარესება არ არის მოსალოდნელი, ტემპერატურა შაბათს 36 გრადუსი იქნება, ხოლო კვირას 34 გრადუსამდე დაეცემა, რაც ერთგვარი შვება იქნება გვალვის შემდეგ. მომდევნო კვირის მანძილზეც სტაბილურად 34-35 გრადუსია მოსალოდნელი.

onalem

ტესტ