fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

კოლონაკი: როგორ დასრულდა საეჭვო ჩემოდნის საქმე, რომელიც კორპუსთან იპოვეს

გუშინ კოლონაკში საგანგაშო მდგომარეობა გამოცხადდა ჩემოდნის გამო, რომელიც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის წინ იპოვეს. როგორც კი ის დაინახეს, თვითმხილველებმა პოლიციაში დარეკეს და ადგილზე მობილიზდა გამნაღმველთა ჯგუფიც.

თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ შიგ შესაძლოა ბომბი ყოფილიყო, ამიტომ ჩემოდანს მაქსიმალური სიფრთხილით ამოწმებდნენ.

საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ნივთი უბრალოდ პატრონმა დაკარგა და როცა გაიგო, რომ თავის ჩემოდანთან დაკავშირებით ოპერაციას ატარებდნენ, მივიდა და განაცხადა, რომ არაფერი საშიში არ იყო.

მან ჩემოდანი აიღო და იქაურობა დატოვა.

onalem

ტესტ