fbpx
საბერძნეთი

მაღაზიები 29 მარტს აღარ იხსნება?! – მთავრობის სპიკერის, სტელიოს პეცას ახალი განცხადებები

საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა, სტელიოს პეცამ, ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას მაღაზიების გახსნის თემაზე ისაუბრა და ფაქტობრივად გამორიცხა მათი 29 მარტს ამუშავების საკითხი.

ამ დრომდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ 29 მარტისთვის ისევ იქნებოდა შესაძლებელი ვაჭრობის ამუშავება და ამოქმედდებოდა ახალი SMS-კოდიც, რომელიც უკვე მზად არის, მაგრამ აღნიშნული გეგმა ვერ განხორციელდება.

“ეპიმდგომარეობის საფუძველზე, რომელიც ახლა გვაქვს, მაღაზიების გახსნა გამორიცხულია. ჩვენთვის მთავარი საზოგადოებრივი ჯანმრთელობაა. 

ყოველდღიური მონაცემების მიხედვით, შემიძლია ვთქვა, რომ 29 მარტს ვაჭრობა არ ამუშავდება. უახლოეს დღეებში შესაძლოა სახელმწიფომ დაავალდებულოს კერძო კლინიკები და სხვადასხვა საავადმყოფოებიც კი, რომ იქცნენ კოვიდ-19-ის რეფერალურ საავადმყოფოებად და დაგვეხმარონ. თუმცა, ცხადია, ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია.

მიუხედავად იმ ურთულესი მდგომარეობისა, რომელიც ახლა გვაქვს, მჯერა, რომ აღდგომას გაცილებით უკეთესად ვიქნებით. არ გამოვრიცხავ, რომ შევძლოთ სოფლების მიმართულებით გადაადგილებაც,” აცხადებს პეცა.

 

 

onalem

ტესტ