fbpx
საბერძნეთი

“არ გვაქვს არანაირი სხვა ვარიანტი, რომ იმუშაონ მაღაზიებმა, კარანტინის პირობებში” – პანაიოტის სტაბულიდის

მომხმარებელთა უფლებების დაცვის გენერალურმა მდივანმა, პანაიოტის სტაბულიდისმა ტელეკომპანია ERT-ზე საუბრისას განაცხადა, რომ საბერძნეთში არ არსებობს რაიმე სხვა მოდელი, რომ მაღაზიებმა იმუშაონ, გარდა იმისა, რაც ახლა შემოგვთავაზეს სამინისტროებმა.

საუბარია Click Away-სა და Click Inshop-ის მეთოდებზე, რომელთაგან პირველი საკმაოდ წარმატებულად მუშაობდა შობამდელ პერიოდშიც კი, ახლა კი, მთავრობა და ექსპერტები აპირებენ, რომ დაიცადონ თვის ბოლომდე, რათა გაირკვეს, თუ როგორ იმუშავებს Click Inside/ Click Inshop-ის მოდელიც. მეორე ვარიანტი ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია მაღაზიაში მივიდეს და მოიზომოს ესა თუ ის ნივთი, მხოლოდ ვიზიტი უნდა იყოს წინასწარ დანიშნული.

“ამ დროისთვის არსებობს მხოლოდ ეს ორი მოდელი და არაფერი სხვა, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მაღაზიები ღია მდგომარეობაში იმის პარალელურად, რომ ქვეყანაში კარანტინია. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ყველაფერი შეამცირებს მოსახლეობის უმიზეზო გადაადგილებას და ხალხმრავლობას და შედეგად, მალე შევძლებთ დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას.

უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და გავუფრთხილდეთ იმას, რასაც ამ დრომდე მივაღწიეთ,” ამბობს სტაბულიდისი.

ამრიგად, მაღაზიები იმუშავებენ ამ ორი მეთოდით, ვიდრე კარანტინი არ მოიხსნება. SMS-ის საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერ მაღაზიაში წასვლა, წინასწარ დანიშნული ვიზიტის ფარგლებში.

 

onalem

ტესტ