fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საბერძნეთისა და საქართველოს ტურისტული თანამშრომლობა – საქართველოს გენერალურმა კონსულმა თესალონიკში მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა

2021 წლის 1 თებერვალს ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ შეხვედრა გამართა ჰოლდინგ „AMBOTIS GROUP“-ის პრეზიდენტთან კოსტას კურტიდისთან.
შეხვედრაზე ნოდარ კომახიძემ ისაუბრა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე და საბერძნეთისა და საქართველოს ტურისტულ სექტორებს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. კერძოდ, სხვადასხვა ერთობლივი ტურისტული პროექტების განხორციელებასა და ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე.
კოსტას კურტიდისმა მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს ქართულ-ბერძნული ტურიზმის განვითარებას. მისი თქმით, იგი მზად არის, ჩავიდეს საქართველოში და შეხვედრები გამართოს ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან.