fbpx
საბერძნეთი

დააკავეს 76 წლის ბერძენი მამაკაცი, რომელმაც ხანძარი განზრახ გააჩინა, რომ მეზობლის ქონება გადაეწვა

იმის ფონზე, რომ საბერძნეთში გამანადგურებელი ხანძრები მძვინვარებდა და ყოველ ზაფხულს გამოწვეული კატასტროფა ათასობით ევროსა და ეკოლოგიურ ზარალს უდრის, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხანძრებს განზრახ აჩენენ, პირადი ინტერესების გამო.

როგორც ირკვევა, საბერძნეთის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც, როგორც ჩანს, განზრახ გააჩინა ცეცხლი იმ მიზნით, რომ მეზობელი მამაკაცის ქონება გადაეწვა. გამოძიების მასალების მიხედვით, თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ხანძარი, რომელიც უნებლიედ გაჩნდა, თუმცა, დეტალების დადგენის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ მან ცეცხლი გამიზნულად გააჩინა, ვინაიდან მეზობელ მამაკაცთან პირადი უთანხმოება ჰქონდა და შურისძიება უნდოდა.

მამაკაცი პირობით გაათავისუფლეს და დაეკისრა ჯარიმა 600 ევროს ოდენობით.

როგორც უკვე ცნობილია, მინისტრების გუშინ გამართულ სხდომაზე განაცხადეს, რომ ჯარიმებიც და სასჯელიც ასეთი შემთხვევებისას განსაკუთრებით გამკაცრდება – ადამიანებს, რომლებიც თუნდაც უნებლიედ გააჩენენ ცეცხლს, ელით პატიმრობა, ხოლო დაკისრებული ჯარიმები შესაძლოა 30.000 ევრომდე გაიზარდოს.

onalem

ტესტ