fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

ორი რეისი ათენისკენ – თვითმფრინავის 21 მგზავრს კორონავირუსი დაუდგინდა

რამდენიმე წუთის წინ ხარდალიასის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, დღეს ესპანეთიდან საბერძნეთში, კერძოდ მადრიდიდან და ბარსელონადან ათენში ჩამოსულ ბერძნებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. როგორც ირკვევა, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ მგზავრებს შორის 21 ბერძენი ინფიცირებული იყო.

ხარდალიასი ამას ნამდვილ ბომბს უწოდებს და აცხადებს, რომ ყველა მათგანი სასტუმროში კარანტინში გადაიყვანეს. მთავრობის მიერ გამოცემული კანონის მიხედვით, ისინი ორი კვირის მანძილზე იზოლაციაში უნდა დარჩნენ. საერთო ჯამში ესპანეთიდან 263 ბერძენი დაბრუნდა.

21 ბერძენი შედის იმ 48 ადამიანთა სიაში, რომელიც დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირების ახალ შემთხვევებად სახელდება.

ქვეყანაში კორონავირუსი ოფიციალურად 743 ადამიანს აქვს დადგენილი, ხოლო 32 გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.

გარდაცვლილთა რაოდენობა 20-ს უდრის.

onalem

ტესტ