fbpx
ჯანმრთელობა

საბერძნეთში კორონავირუსისგან 32 ადამიანი გამოჯანმრთელდა – სისტემის წარმატება!

საბერძნეთმა ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მძლავრი ბარიერები აღმართა კორონავირუსის წინააღმდეგ და ქვეყანაში უკვე 32 გამოჯანმრთელებული პაციენტია. მათ საავადმყოფო უკვე დატოვეს.

კირიაკოს მიცოტაკის მიერ მიღებული კანონების შედეგიანობა ნათელია, რადგან ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევათა რაოდენობა სამი დღეა კლებისკენ არის წასული. სამი დღის წინ ფიქსირდებოდა 94 ახალი პაციენტი, შემდეგ 71, ხოლო დღეს მხოლოდ და მხოლოდ 48. ეს არის რიცხვები, რომლებიც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს.

ქუჩაში გადაადგილების საყოველთაო აკრძალვამ მაქსიმალურად შეამცირა ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა და ჯანდაცვის სისტემა ამჟამინდელ ინფიცირებულებთა მდგომარეობას თავისუფლად გაუმკლავდება.

პარალელურად კი, კვლავ მოგიწოდებთ სახლებში დარჩენის, ჰიგიენის წესების დაცვის და რაც ყველაზე მთავარია, სიმშვიდის შენარჩუნებისგენ. იყავით კარგ განწყობაზე, რადგან სტრესი იმუნური სისტემის დიდი მტერია.

onalem

ტესტ