fbpx
ჯანმრთელობა

“თუ საბერძნეთში რაიმე დაგვემართება, ეს გართობის გამო იქნება” – ნახეთ დღევანდელი მონაცემები

ათენის ბარ-რესტორნებსა და კლუბებში არსებული მდგომარეობა არის ის, რაც ამ ეტაპზე მეცნიერებს ყველაზე მეტად აღელვებთ. როგორც პროფესორები აცხადებენ, არასახარბიელოა ფაქტი, რომ ივნისის პირველ 20 დღეში ბევრად მეტი ახალი ინფიცირებულია, ვიდრე ეს იყო მარტის თვეში, ანუ მაშინ, როცა პანდემიამ პირველად იფეთქა.

მაისისთვის უკვე ახალ შემთხვევათა რიცხვი 5-10-ს არ სცდებოდა და რამდენიმე დღე სტაბილურად ვითარდებოდა მოვლენები. ამ ეტაპზე კი ამ მაჩვენებელმა იმატა და მეცნიერთა თქმით, თუკი საზოგადოება დისტანციას არ დაიცავს ერთმანეთისგან, მძიმე შედეგებს სულ რამდენიმე კვირაში ვიხილავთ.

დღეს საბერძნეთში ინფიცირების 21 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, გუშინ კი ეს მაჩვენებელი 10-ს უდრიდა.

საერთო ჯამში ვირუსით დაავადების 3,287 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 54,9% მამაკაცია.

საბერძნეთში ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 190-ს უდრის, 60 ქალია, დანარჩენი კი მამაკაცი.

ექსპერტების თქმით, გასართობად შეკრებილი ხალხი ახლა დიდ პრობლემას წარმოადგენს და ვირუსის გავრცელების პირდაპირი ხელშემწყობია.

 

onalem

ტესტ