fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“საბერძნეთში მოსახლეობის 70%-ს ვაქცინა უნდა გაუკეთდეს, რომ ვირუსი შეჩერდეს” – ნიკოს სიფსას

პროფესორმა ნიკოს სიფსასმა ტელეკომპანია ΣΚΑΪ-სთან იმედისმომცემი განცხადებები გააკეთა. ინფექციონისტის თქმით, მომავალი წლის ზაფხულში საბერძნეთში გვექნება ვაქცინა, რომელიც თავდაპირველად განკუთვნილი იქნება მოწყვლადი ჯგუფებისთვის, ანუ მათთვის, ვისთვისაც ვირუსი განსაკუთრებით სახიფათოა.

“საბერძნეთში სხვა ქვეყნებთან შედარებით კვლავ ძალიან კარგი მდგომარეობა გვაქვს. მიუხედავად ამისა, ვირუსი შეიძლება ნებისმიერ წუთს შემობრუნდეს. დაუშვებელია, რომ მივეცეთ თვითკმაყოფილებას, რადგან საზოგადოებაში ვირუსი ახლაც ვრცელდება გარკვეული, ნელი ტემპით.

მომდევნო ზაფხულს უკვე ქვეყანაში გვექნება ვაქცინა, მოწყვლადი ჯგუფებისთვის. მანამდე კი, საჭირო და აუცილებელია, ვისწავლოთ, ვირუსთან ერთად ცხოვრება.

საბერძნეთში მოსახლეობის 70%-ს უნდა გაუკეთდეს ვაქცინა იმისთვის, რომ კორონავირუსი შეჩერდეს.

ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტ საფიქრალს წარმოადგენს “ობოლი” შემთხვევები ანუ ისინი, რომლებიც არც “იმპორტირებულია” და არც ის ვიცით, საიდან მოხდა დაინფიცირება. ეს არის შედეგები, რომლებიც მოაქვს ხალხით გადატვირთულობას.

დეკემბერში გვექნება პერიოდი, როდესაც გრიპის ვირუსი და ახალი ტიპის კორონავირუსი ერთად მოგვევლინება. სწორედ ამ დროს მოხდება მასობრივი ვაქცინაცია გრიპის ვირუსზე,” განაცხადა სიფსასმა.

onalem

ტესტ