fbpx
კრიმინალი

საზარელი მკვლელობა საბერძნეთში: პაკისტანელმა მამაკაცმა ბერძენი ქალი მოკლა, რადგან სამსახურიდან გაათავისუფლა

საბერძნეთის პოლიციამ უმოკლეს დროში მიაგნო პაკისტანის 34 წლის მოქალაქეს, რომელმაც 57 წლის ბერძენი ქალი სასტიკად მოკლა. ბრალდებულს დანაშაულის ჩადენის დროს ნიღაბი ეკეთა, თუმცა, მისი იდენტიფიცირება კამერების საშუალებით მაინც მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანელმა ფილიატრაში მდებარე სახლში 57 წლის ფერმერი ქალი, ბასრი საგნის გამოყენებით, სასტიკად მოკლა. ცხედარს აღენიშნება მინიმუმ 10 ჭრილობა, მათგან რამდენიმე ხელებზე, რაც ცხადყოფს, რომ ის გადარჩენისთვის იბრძოდა, თუმცა, უშედეგოდ. გარდაცვალება კი გამოიწვია ჭრილობებმა, რომელიც ყელის და კისრის არეში აქვს მიყენებული.

პაკისტანელი ქალის მფლობელობაში არსებულ ფერმაში მუშაობდა და წინასწარი ცნობებით,  ის ცოტა ხნის წინ სამსახურიდან გაათავისუფლა. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო გადაწყვიტა მამაკაცმა მისი მოვკლა და სახლში მაშინ მიაკითხა, როდესაც მისი და გასული იყო და ქალი მარტო იმყოფებოდა. ეს სახელდება ამ ეტაპისთვის მკვლელობის სავარაუდო მოტივად.

დაკავებული პაკისტანელი კიპარისიას პროკურატურაშია გადაყვანილი.

onalem

ტესტ