fbpx
საზოგადოება

ათენი: მამაკაცი მართვის მოწმობის გამოცდაზე მოწყობილობით შევიდა, რომლითაც სწორ პასუხებს იღებდა

წარმოუდგენელი შემთხვევა პერისტერიში მოხდა, სადაც მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება ხდება. შიგნით შესულ მამაკაცს აღმოუჩინეს მთელი აღჭურვილობა, მოწყობილობები, რომელიც შიგნიდან ჰქონდა დამაგრებული და მისი საშუალებით სწორ პასუხებს იღებდა. ასევე ჰქონდა მობილური ტელეფონები.

ამ ყველაფრის გამოაშკარავების შემდეგ მან აღიარა, რომ მოწყობილობის შეტანა იქ მომუშავე პირთან შეათანხმა და მალე ისიც დაადგინეს, თუ ვინ დაეხმარა მას. მეორე პირს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა.

ატიკის რეგიონალურმა გუბერნატორმა, გიორგოს პატულისმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მსგავს შემთხვევებს ნულოვან ტოლერანტობას უცხადებენ და გამოცდები უნდა ტარდებოდეს სრული გამჭვირვალობით.

onalem

ტესტ