fbpx
საზოგადოება

მიკონოსი: კუნძულზე არსებული სიძვირე მდიდარმა ფენამაც კი გააპროტესტა

წარმოუდგენელი ფაქტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ამ წელს მიკონოსი გაუმართლებლად ძვირია, არა მხოლოდ საშუალო ტურისტისთვის, არამედ მაგნატებისთვისაც კი, “THEMA-ზე” გამოქვეყნდა: მდიდარმა ბერძენმა ქალბატონმა კატეგორიულად გააპროტესტა რესტორნის მფლობელის მოთხოვნა, რომ გადაიხადოს 10,000 ევრო საკვებში. რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის ელჩი, აღშფოთდა, როდესაც უთხრეს, რომ უნდა გადაეხადა დამატებითი 10,000 ევრო დაბადების დღის წვეულებისთვის, მაშინ, როცა უკვე გადახდილი ჰქონდა 125,000 ევრო 9 ღამეში აგარაკის დასაქირავებლად. მდიდარ ბელგიელ წყვილს, ერთი კვირაში 28.000 ევროს გადახდა მოუწია 60 კვადრატულ მეტრ ბინაში!

მდიდარი არაბები გაქრნენ, საწყობში დარჩა ასობით კილო ჩილიმის კვამლი, ხოლო კუნძულზე ჩასული პირები აპროტესტებენ, მომსახურების და პროდუქტების არარეალურ ფასებს.

მაგალითად, სანაპირო ბარებში ღვინის ბოთლის ღირებულება ორი ადამიანზე 250-300 ევროს უტოლდებოდა.
“მიკონოსზე ყოფნა უფრო ძვირია, ვიდრე სან-ტროპესა და მონაკოში”, – თქვა ბელგიელმა წყვილმა, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, ესტუმრება თუ არა კუნძულს შემდეგ ზაფხულსაც, მიუხედავად იმისა, რომ ფულის პრობლემა არ აქვთ.

“მათ შეიძლება ჰქონდეთ საკმარისი თანხა დასახარჯად, მაგრამ ისინი სულელები არ არიან”, – განაცხადა მათმა ბერძენმა მეგობარმა, რომელიც კუნძულზე საკუთარ ბინას ფლობს.

თუ მდიდარი ტურისტებისთვის ხარჯი ძალიან დიდია, წარმოიდგინეთ, რა იქნება საშუალო ტურისტითვის, რომელმაც გარდა ძვირი საცხოვრებლისა, უნდა მიიღოს ძირითადი სერვისები და პროდუქტები ექსტრავაგანტულ ფასებში.

onalem

ტესტ